суббота, 12 марта 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება –––– სახლის ელექტრული ქსელი.
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით ––– საცხოვრებელი სახლის ელექტრო გაყვანილობის  გამოკვლევა.( რა საფრთხეს უქმნის ადამიანს დაზიანებული ფაზის მავთულთან შეხება და რატომ არის აუცილებელი წრედში დსმცველის  ჩართვა.)
3.პროექტის აქტუალობა ––პროექტი საშუალებას იძლევა სწავლების პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები და შესაბამისად გაინაწილონ ფუნქციები.მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში,კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. 
4.პროექტის მიზნები –– დაკვირვების,აღწერის,ინფორმაციის მიძიების,კომუნიკაციის და პრეზენტსციისუნარ–ჩვევის განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი––   X-კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა ––  3–კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას ––– ატარებენ გამოკვლევებს,ადგენენ სახლის ელექტრო გაყვანილობის სქემას.
   ინფორმაციის მოგროვება:სახლის ქსელი რამდენიმე წრედისაგან შედგება,ერთ წრედში შეიძლება ძლიერი დენი გადიოდეს და ელექტრო ღუმელს ამუშავებდეს.ცალკე წრედი გამოიყენება ისეთი მოწყობილობებისათვის,როგორიცაა სარეცხი მანქანა და ტელევიზორი,ცალკე წრედი ნათურებს ანათებს.
    წრედის სადენებს,ჩამრთველებს და დამცველებს იმის მიხედვით არჩევენ,თუ რა სიდიდის დენმა უნდა გაიაროს მასში.წრედის სადენი ფაზის და ნულოვანი მავთულებისგან შედგება.ზოგ შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით იყენებენ სამ მავთულიან სადენსაც:ფაზის,ნულოვანი და დამიწების მავთულით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები –– ინტერნეტი:www.irohistoru.com
 www.nautilus.fisius.pt/eo2610.html  www.wikipedia.org  .x-კლ.ფიზიკა.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები ––– თემის შერჩევა,ინტერნეტში მასალის მოძიება,ამზადებენ წერილობით ანგარიშს.
  პასუხობენ კითხვებს:
  • რას უდრის ადგილობრივი ქვესადგურიდან მოწოდებული ძაბვა?
  • მიმდევრობითი და პარალელური შეერთებით არის დაკავშირებული  ქსელის შემადგენელი წრედები?
  • რა საფრთხეს უქმნის უთოს ან სარეცხი მანქანის ფაზის მავთულის გაშიშვლება და მისი  ლითონის კორპუსთან შეხება? რატომ არის აუცილებელი,ასეთ ხელსაწყოს ჰქონდეს დამიწების მავთული?                                                                           ადგილობრივი ქვესადგურიდან მოდის 220ვ.ძაბვა,ქსელში შემადგენელი წრედები ერთმანეთთან პარალელურადაა დაკავშირებული. ნათურები ოთახებში და ჭაღებსიც პარალელურად არის ჩართული,ერთი ნათურის დაწვამ,რომ არ გამოიწვიოს სხვა ნათურის გამორთვა. სადენებს სპილენძისაგან ამზადებენ.შტევსელი ან ნათურა ფაზასა და ნულს შორისაა ჩართული,იმისათვის,რომ შეიქმნას ძაბვა.რაც აუცილებელია ელ.ველის და შესაბამისად დენის წარმოქმნისათვის.  ქსელის ფაზასა და მიწას შორის საკმაოდ მაღალი ძაბვაა.ადამიანს,რომელიც ფაზას ეხება შეიძლება მიიღოს მომაკვდინებელი ელექტრული დარტყმა.ელექტროუსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში იქ მაღალი ტენიანობაა,რომელიც აუმჯობესებს  ელექტროგამტარობას. თუ ფაზის გაშიშვლებული მავთული  ლითონის კორპუსს შეეხო, ნებისმიერი  ადამიანი,რომელიც შეეხება ლითონის კორპუსს  შეიძლება ელექტრო დარტყმა მიიღოს,თუ ხელსაწყო დამიწებული არ არის. დამიწების მავთულის დანიშნულებაა დენი მიწაში გაატაროს.ვინაიდან ხელსაწყოს კორპუსის წინაღობაა მცირეა,ეს დენი დიდი იქნება და ფაზის მავთულთან შეერთებულ მავთულს გაადნობს. ამით არის მნიშვნელოვანი ფაზის და ნულის სწორი შეერთება.  10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–– სასწავლო პროექტი ავითარებს არა მხოლოდ მოსწავლის ცოდნის დონეს,არამედ უნარ–ჩვევების დამოკიდებულებებსაც.ის გულისხმობს ჯგუფში ფუნქციების გადანაწილებას და რესურსების მართვას,გადაწყვეტილების მიღებას,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება.   დასკვნა: მეცნიერება და ტექნოლოგიები ვითარდება.ელექტროობა არის ის,რის გარეშეც შეუძლებელი  იქნებოდა პროგრესი ყველა სფეროში.                                                               
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):––– მარიამ ცხოვრებაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ––– MCXOVREBADZE@GMAIL.COM
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი--- MCXOVREBADZE.BLOGSPOT.COM